ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის: მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის: მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | ||||
I | მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 25.08.2025-01.09.2025 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად: https://register.btu.edu.ge/ | |||
II | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 03.09.2025 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) | |||
III | გამოცდის გამოცხადება შედეგების | 04.09.2025 | http://www.btu.edu.ge | |||
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | ||||||
IV | საპრეტენზიო მიღება განაცხადების | 05.09.2025 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
|||
V | შედეგების გამოცხადება | 06.09.2025 | http://www.btu.edu.ge | |||
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის | ||||||
VI-II | გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან | 08.09.2025-09.09.2025 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) | |||
გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 10.09.2025 | http://www.btu.edu.ge | ||||
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: | ||||||
საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 11.09.2025 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||||
საბოლოო შედეგების გამოცხადება | 13.09.2025 | http://www.btu.edu.ge | ||||
VII | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა | 12.09.2025-18.09.2025 | ელექტრონულად | |||
VIII | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 19.09.2025 | – | |||
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი)
- ფოტოსურათი 3×4
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკულრების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა)
- სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის სავალდებულოა:ბიზნესის მართვის/ადმინისტრირების სფეროში არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა/ცნობები (გაითვალისწინეთ, რომ ჩასარიცხი კანდიდატების სიაში მოხვედრის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებამდე, სავალდებულოა ცნობ(ებ)ის სველი ბეჭდით დამოწმებული დედნების ან ნოტარიულად დამოწმებული ასლების უნივერსიტეტში წარმოდგენა. შენიშვნა: სხვა ქვეყანაში მიღებული პროფესიული გამოცდილების შემთხვევაში, წარსადგენია დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი)
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარებისდოკუმენტი
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/სხვ.
- ავტობიოგრაფია (CV).
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“)
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები
- ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე.
- ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება
ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები