ბიზნეს ლიტერატურა და მსოფლიოს საუკეთესო სახელმძღვანელოები ბიზნეს განათლებისთვის მალე ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება
ბიზნეს ლიტერატურა და მსოფლიოს საუკეთესო სახელმძღვანელოები ბიზნეს განათლებისთვის მალე ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება!
BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L”-ის ერთობლივი პროექტი – ახალი ლიტერატურა ბიზნეს განათლებისთვის იწყება. ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი და ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე გამოიცემა.
პროექტის პრეზენტაცია 5 მარტს, 17:00 საათზე სილიკონ ველი თბილისში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.
პრეზენტაციაზე პროექტი ,,ლურჯი ოკეანე” გამართავს წიგნების გამოფენა/გაყიდვას, ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი წიგნი: Fuckup Book – ეს არის წიგნი მარცხის ისტორიებზე, სადაც შეხვდებით 12 საუკეთესო ამბავს, რომლებიც Fuckup Nights-ზე გაჟღერებულა; ასევე, წარუმატებლობის 24-პუნქტიან ცნობილ მანიფესტს და კვლევის შედეგებს, ბიზნესსფეროში ყველაზე გავრცელებულ წარუმატებლობათა მიზეზების შესახებ.