ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ და მკითხველის ბარათის გახსნა, მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესახებ;
** საბიბლიოთეკო სივრცეების ბიბლიოთეკის სივრცეების (ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო სივრცე, წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზი, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცე) და ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონიტორინგი და მოწესრიგება;
** სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ ლიტერატურის გაცემა, დაბრუნებული წიგნის შემოწმება და საცავში განთავსება;
** საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტება, კატალოგების შედგენა, საბიბლიოთეკო რესურსებზე კონტროლი, ინფორმაციის ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში;
** საბიბლიოთეკო ფონდში ლიტერატურის დამუშავებაში, კატალოგების შექმნა, კლასიფიკაცია, მათ აღრიცხვა და შენახვა;
** საბიბლიოთეკო ფონდების შევსება-განახლება, ფონდების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული სახელმძღვანელოების, აუდიო-ვიდეო, საილუსტრაციო მასალების, სხვ. ფონდებიდან ამოღება;
** სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
** მკითხველის მოთხოვნათა შესწავლა და მათი წინადადებების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება ბიბლიოთეკის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B1 დონეზე);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
** პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი, 2022 წელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: [email protected]