ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები:
- მკითხველი ვალდებულია სამკითხველო დარბაზში დაიცვას წესრიგი, ქცევის და ჰიგიენური წესები;
- მასალის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად საცავში განთავსება (მასალა უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს);
- მასალის გამოყენების შემდეგ ბიბლიოთეკის სამუშაო დროის დასრულებამდე, იგი უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს (გამონაკლისია მხოლოდ მკითხველზე გარკვეული დროით გაცემული ლიტერატურა);
- წიგნების ადგილზე სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც დარჩება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო რესურსის ადგილზე სარგებლობის დროის გასვლამდე;
- ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად მკითხველმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს.
აკრძალულია:
- სამკითხველო დარბაზში ხმამაღალი საუბარი, მობილური ტელეფონის გამოყენება;
- წიგნსაცავში შესვლა და/ან მასალის გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნებართვის გარეშე;
- ხმაური, საუბარი, სამკითხველო დარბაზში ზედმეტი გადაადგილება და სხვ.;
- საკვების შეტანა (ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის შეტანა);
- მობილური ტელეფონის გამოყენება;
- ნაბეჭდი მასალების დამალვა, მოპარვა, დაზიანება და არასათანადოდ მოპყრობა;
- ბიბლიოთეკაში ისეთი მასალის შეტანა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ბიბლიოთეკის ფონდი ან/და მატერიალური რესურსი, ხელი შეუშალოს სამკითხველო დარბაზში მყოფ სხვა პირებს;
- სამკითხველო დარბაზში ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, ბიბლიოთეკარს უფლება აქვს, მოითხოვოს სამკითხველო დარბაზის დატოვება;
- მითითებული წესების შეუსრულებლობა იწვევს ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმებას.