დაარსდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 1899 წელს და წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია კომპანიას.მათი ინტერვიუები, პირდაპირი ჩართვები და პოტკასტები ყოველთვის მიუკერძოებელია და ეთმობა მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს, მათ გავლენას ბიზნესზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.
ჰარვარდის ბიზნეს გამომცემლობა 1994 წელს დაარსდა,როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არაკომერციული ორგანიზაცია.
გამომცემლობის მისიაა ყოველდღიურ ცხოვრებაში მართვის მენეჯმენტის გაუმჯობესება
ბაზის მიზანია გამოიკვლიოს, თუ როგორ გარდაიქმნება ლიდერობა და მენეჯმენტი დღევანდელ ცვალებად სამყაროში. რჩევები ეხმარება ლიდერებს აითვისონ საინტერესო შესაძლებლობები და გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს.
Martin Trust Center (MIT)
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) უმსხვილეს ინოვაციურ ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებელია მათ ონლაინ მოდულზე წვდომა, რომელიც დამწყები ანტრეპრენერებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს სხვადასხვა რესურსებს და ხელსაწყოებს სტარტაპის განვითარებისთვის.
ჟურნალის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. დღეისათვის The Economist-ი ბეჭდურ მედია სივრცეში, ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ და სანდო გამოცემად ითვლება. ჟურნალი მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის : ბიზნესი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მოდა, ტექნოლოგიები და სხვა. ჟურნალის სარედაქციო დოგმა პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელია. რაც გამომცემლების საამაყო საგნად იქცა.
The Company of Biologists’ Journals არის არაკომერციული საგამომცემლო ორგანიზაცია, რომელიც მიზანია ბიოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერა და შთაგონება.
ჩვენს ხელმძღვანელ პირებს წარმოადგენენ გამორჩეული პრაქტიკოსი მეცნიერები. ჩვენ მიზანია სარგებლის მოტანა მეცნიერებითვის და არა წილის მფლობელებისთვის. ჩვენ შთავაგონებთ ახლებურ აზროვნებას და მხარს ვუჭერთ ბიოლოგთა საზოგადოებას.
კომპანიის საქმიანობის მიმართულებებია:
წამყვანი რეცენზირებადი ჟურნალების გამოცემა
სამეცნიერო შეხვედრებისა და საზოგადოებების ხელშეწყობა
ახალგაზრდა მკვლევარების სამოგზაურო გრანტებით უზრუნველყოფა
კვლევითი საზოგადოებების მხარდაჭერა და დაფინანსება
მსოფლიო ბანკის ელექტრონული ბიბლიოთეკა არის გამომწერებზე დაფუძნებული ვებსაიტი დაწესებულებებისთვის და ემსახურება მკვლევართა და ბიბლიოთეკარების უნიკალურ საჭიროებებს 2003 წლიდან. მისი მიზანია მიაწოდოს მკვლევარებს სწრაფი და მარტივი წვდომა მსოფლიო ბანკის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გამოცემებისა და ჟურნალების ოფიციალურ სრულ კოლექციაზე, ასევე ანგარიშები, სამუშაო დოკუმენტები და მსოფლიო ბანკის მსოფლიო განვითარების ინდიკატორების ძირითადი მონაცემები – ყველაფერი ერთი მომხმარებლისთვის მოსახერხებელი პლატფორმიდან. ელექტრონული ბიბლიოთეკის შიგთავსი, უმაღლესი აკადემიური და სარედაქციო სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის, ყურადღებით არის დაწერილი და ორგანიზებული. ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებლებს სრული და მყისიერი წვდომა აქვთ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ყველა აკადემიურ კვლევასა და სტიპენდიაზე – რომელთა უმეტესობა ხელმისაწვდომია Creative Commons Attribution (CC BY) ლიცენზიით.