ბაზრის ციფრული კვლევს პრეზენტაცია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოღვაწე ექსპერტებმა ბაზრის ციფრული კვლევის სრულიად ახალი მოდელი შეიმუშავეს. მოდელი მორგებულია მსხვილი და მცირე ბიზნესის ინტერესებზე და ბაზრის ელექტრონულ კველევას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა ბიზნეს სექტორმა 7 დღის განმავლობაში 24 – საათიან რეჟიმში სწრაფად, ეფექტურად, ხარისხიანად და შედარებით ნაკლები ბიუჯეტით მიიღოს ბაზრის სრული და ხარისხიანი ანალიზი.
პროდუქტის ,,24/7’’ -ზე მიზანია ბიზნესს შესთავაზოს მისთვის საინტერესო ბაზრის მონიტორინგი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ბაზრის ელექტორნული კვლევის ინოვაციური მოდელი საშუალებას იძლევა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ელექტრონული და სოციალური არხების გამოყენებით კვლევა განხორციელდეს ონლიანრეჟმში.
,,სილიკონ ველი თბილისის” ამ სტარტაპით Hewlett Packard დაინტერესდა. Hewlett Packard-ის წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით აღნიშნული პროექტი გაფართოვდება და ,,სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში ერთობლივი კვლევითი ლაბორატორია მოეწყობა.
,,სილიკონ ველი თბილისის’’ პირველი ინოვაციური პროდუქტით მომსახურების მიღება დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებს თუ კერძო პირებს უკვე შეუძლიათ.
,,სილკონ ველი თბილისში’’ შემუშავებული ელექტრონული კვლევის კიდევ ერთი უპირატესობა უცხოეთის ბაზრის შესწავლაა. საზღვარგარეთ ოპერირებად ბიზნესკომპანიებს, რომლებსაც საქართველოდან პროდუქცია ან მომსახურება ექსპორტზე გააქვთ, ეძლევად უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოდანვე შეისწავლონ კონკრეტული ქვეყნის ბაზარი და მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი ინფორმაცია ელექტრონული კველევის საშუალებით, რაც ბიზნესისთვის გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში შემუშავებული ელქტრონული კვლევის ,,24/’’7-ის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ კვლევის მობილური აპლიკაცია. ელექტრონული კველვის დამკვეთს ამ მობილური აპლიკაციით საშუალება ექნება კვლევის მიმდინარეობის პროცესს, 7 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში, მონიტორინგი მობილური ტელეფონით გაუწიოს.
ელექტრონული კვლევის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. პრეზენტაციას ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.