AWS – Amazon Web Services ღია ლექცია
10 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში AWS – Amazon Web Services ღია ლექცია გაიმართა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ღრუბლოვანი სისტემებით/გამოთვლებით.
ლექციაზე საუბარი იყო თუ რას წარმოადგენს ღრუბლოვანი გამოთვლები, როგორია ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ძირითადი იდეა, როგორ არის შესაძლებელი მათი გამოყენება აქტუალურ ამოცანებში და როგორი დასაქმების პერსპექტივა არსებობს ამ სისტემების ათვისებით, კონკრეტულად კი AWS (Amazon Web Services).
AWS (Amazon Web Services) დღესდღეობით ლიდერია ღრუბლოვანი სისტემების IAAS (Infrastructure as a Service) შეთავაზებებს შორის და უსწრებს ისეთი კომპანიების სერვისებს, როგორებიცაა Google Cloud და Microsoft Azure.