მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი განათლებისა და მეცნიერების პლატფორმა ESx.ge სექტემბრიდან 40–ზე მეტი ახალი, საერთაშორისო კურსით დაიწყებს ფუნქციონირებას. MiniMBA, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის შესახებ, ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა ჩხეტიანი, TBC-ის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტია. ლუკამ გუნდთან ერთად მომხმარებლების დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა „აუტონომი“ წარადგინა. ინოვაციური სისტემა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის, ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, მარტივად, მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათზე ციფრული სერვისების ადაპტირება. …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით ვანის, დმანისისა და სიღნაღის კულტურული მემკვიდრეობები ციფრულ ფორმატში ხდება ხელმისაწვდომი. მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებისთვის უნიკალური გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები …
საქართველოში გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა იქმნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. MIT-ისა და Harvard-ის მიერ შექმნილ Open edX-ს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იყენებენ, მის მუდმივ განვითარებაზე კი ისეთი მსხვილი კორპორაციები ზრუნავენ, როგორიც Google, IBM, Microsoft და სხვა კომპანიებია. …
Microsoft Office 365-ის კოლაბორაციული საშუალების გამოყენება თანამედროვე სამუშაო გარემოში – რა ხელსაწყოებით ხდება თანამშრომლების, ორგანიზაციაში არსებული სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა – სწორედ ეს არის კურსი, რომელიც BTU-ს მაგისტრანტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და იმ კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე …
„გლობალური სტარტაპ ფონდი“ 1 წლისაა. ფონდის გახსნა 2019 წლის 29 მაისს „სილიკონ ველი თბილისისა“ და „ისრაელის სილიკონ ვადის“ პარტნიორობის ფარგლებში გამოცხადდა. მისი მიზანია საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე მათი კომერციალიზაციის ხელშეწყობა. სწორედ …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ოლიმპადა აბიტურიენტებისთვის კომაროვის სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. პირველ ადგილზე გავიდნენ თეიმურაზ თოლორაია და მისი მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე, მეორე ადგილზე – ლუკა კოპაძე და მასწავლებელი სოსო ქრისტესიაშვილი, ხოლო მესამეზე – ლუკა მუშკუდიანი და მისი …
29 მაისს 19:00 საათზე კომპანია Exactpro ყველა დარეგისრირებული კანდიდატისთვის ჩაატარებს ვებინარს: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების და მანქანური სწავლების შესახებ, რომელიც გამოიყენება ტესტირების დროს. გაიარეთ რეგისტრაცია სვეტლანა აკოფიან – ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი – “აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები Exatpro-სთან ერთად”. ვახტანგ მუსხელიშვილი – პროგრამული …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ა/წ 29 მაისს 16:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო ვებინარი განათლებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ. საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის აშშ-ში სწავლის, კვლევისა და პრაქტიკის მსურველებს ფულბრაიტისა და ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე დასწრების მსურველებისთვის რეგისტრაცია წარმოებს შემდეგი ბმულის მეშვეობით. ვებინარის ბმულს დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ელ-ფოსტაზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]
ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, სპეციალურად სტუდენტებისთვის აცხადებს პრე-აქსელერაციის პროგრამას. Pre-Accelerate ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პროექტია, რომლის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების სტარტაპული გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის პროცესიდანვე, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დახვეწონ თავიანთი იდეები, შექმნან ქმედითი სტარტაპები, რომლებიც შემდგომში რეალურ ბაზარზე იმუშავებენ. ინტენსიური მენტორშიპის შემდეგ, პრე-აქსელერაცია დასრულდება საუნივერსიტეტო დემო დღით 12 ივნისს, რომელზეც სხვადასხვა …









