აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო დღე BTU- ში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ა/წ 11 დეკემბერს აშშ–ს საელჩო საქართველოში აწყობს საინფორმაციო დღეს განათლებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.
საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის აშშ–ში სწავლის, კვლევისა და პრაქტიკის მსურველებს გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის (UGRAD), ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის, ფულბრაიტის მკვლევარების გაცვლითი პროგრამის, პროფესიული პრაქტიკის პროგრამისა და ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამების შესახებ.
შეხვედრების განრიგი:
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები: 14:00 საათი
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები: 15:00 საათი
მკვლევარები და პერსონალი: 16:00 საათი
შეხვედრების ადგილი: ბტუ სივრცე
შეხვედრების ენა: ქართული
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]