![აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო დღე 1 396714602 337233665623351 5159316609620621637 n](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2023/11/396714602_337233665623351_5159316609620621637_n.jpg)
აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო დღე
BTU-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის 17 ნოემბერს აშშ-ს საელჩო საქართველოში აწყობს საინფორმაციო დღეს განათლებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.
საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის აშშ-ში სწავლის, კვლევისა და პრაქტიკის მსურველებს გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის (UGRAD), ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის, ფულბრაიტის მკვლევარების გაცვლითი პროგრამის, პროფესიული პრაქტიკის პროგრამისა და ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამების შესახებ.
თარიღი და დრო: 17 ნოემბერი, 16:00 საათი.