![აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო დღე 1 2d5a17273bd6ccd7e65660d3872da903](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/2d5a17273bd6ccd7e65660d3872da903.jpg)
აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო დღე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ა/წ 29 მაისს 16:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო ვებინარი განათლებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.
საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის აშშ-ში სწავლის, კვლევისა და პრაქტიკის მსურველებს ფულბრაიტისა და ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებისთვის რეგისტრაცია წარმოებს შემდეგი ბმულის მეშვეობით.
ვებინარის ბმულს დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ელ-ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]