არეალი – ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია
ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია „არეალი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. გაფართოებული რეალობის კულტურულ მემკვიდრეობასთან ინტეგრირების პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელმა და აბიტურიენტმა მუზეუმის სპეციალისტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. ამ ეტაპისთვის, აპლიკაციაში შეტანილია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია.
აპლიკაციაზე მუშაობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტებმა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყეს. ამ პერიოდის განმავლობაში 3 მხატვრის ნამუშევრები სრულად გადატანილია გაფართოებულ რეალობაში. აპლიკაციას ასევე დამატებული აქვს ნიკო ფიროსმანაშილის ნამუშევრებზე ფერის შეცვლის ფუნქცია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია.
ეს არის სტარტაპი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელმა სტუდენტებმა განახორციელეს.
„არეალი“ არის ძალიან საამაყო ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეა. უნივერსიტეტის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობა კი უპრეცედენტოა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და უმოკლეს დროში მუზეუმის ფონდში არსებული მრავალი ექსპონატი გაციფრულდება და გაფართოებული რეალობის ფარგლებში იქნება შეთავაზებული
აპლიკაცია „არეალის“ გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების საშუალებით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომია.