ანდრო გოცირიძის ვორქშოფი – ,,უსაფრთხო ინტერნეტი და კიბერ ჰიგიენა”
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 14 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ვორქშოფს: „უსაფრთხო ინტერნეტი და სოციალური ქსელები“ უმასპინძლა.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფი გახლდათ სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი – ანდრია გოცირიძე.
65 სკოლის მოსწავლე დაესწრო ინტენსიურ ვორქშოფს რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.