ანა ვერულაშვილი
ანა ვერულაშვილი ფლობს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიურ ხარისხს და არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, მას აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ამჟამად მუშაობს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თიბისი ბანკის მარკეტინგის გუნდში.
ანა ვერულაშვილს გავლილი აქვს ტრენინგ კურსები მედიაწიგნიერებაში, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში -„ინტერნეტმარკეტინგი“ და სხვა. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებს კვლევით ნაშრომებს სამეცნიერო ჟურნალებში. ის არის ASSOCIATE PROFESSIONAL in DIGITAL MARKETING-ის და ICOM-ის წევრი. კითხულობს მარკეტინგის საფუძვლებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსებს.