ანა მაზმიშვილი
ანა მაზმიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) დოქტორი. მას აქვს როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების, ასევე კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. ანა არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და ორი ელექტრონული სახელმძღვანელოს (რიდერის) ავტორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კრიზისების მენეჯმენტი, რისკების მენეჯმენტი, HR მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი.
ანა მაზმიშვილი სადოქტორო კვლევის განხორციელების პერიოდში, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა რუმინეთში, კერძოდ ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში, როგორც სადოქტორო პროგრამის სტუდენტი-მკვლევარი, სადაც მან ადგილობრივი პროფესორის, ტურიზმის ფაკულტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერითა განახორციელა რუმინეთში ოპერირებადი, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების მიზნობრივი კვლევა, რაც გამოყენებულია მის სადისერტაციო ნაშრომში.