ანა ჩაგელიშვილი
ანა ჩაგელიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პროფესიული განვითარების ასოციაციის წევრ/მენტორი. წლებია ანა ჩაგელიშვილი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას ფინანსების, მენეჯმენტის და ანალიტიკის მიმართულებით. სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება.
ანა ჩაგელიშვილი აქტიურად არის ჩარული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი და სხვადასხვა პროფესიული განვითარების ღონისძიების მონაწილე. ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს მადლობის სიგელი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტისგან (GIU).
ანა ჩაგელიშვილი ჩართულია ფინანსური განათლების გავრცელებაში, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა “ფინედუს” საგანმანათლებლო ღონისძიებაში “მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში”, რომელიც გულისხმობს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ტრენინგის ჩატარებას.