Amazon Web Services ღია ლექცია
ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ღრუბლოვანი გამოთვლები/სისტემები.
AWS – Amazon Web Services ღია ლექცია ჩატარდება 10 დეკემბერს 17:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
ლექციაზე გაიგებთ თუ რას წარმოადგენს ღრუბლოვანი გამოთვლები, როგორია ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ძირითადი იდეა, როგორ არის შესაძლებელი მათი გამოყენება აქტუალურ ამოცანებში და როგორი დასაქმების პერსპექტივა არსებობს ამ სისტემების ათვისებით, კონკრეტულად კი AWS (Amazon Web Services).
- AWS (Amazon Web Services) დღესდღეობით ლიდერია ღრუბლოვანი სისტემების IAAS (Infrastructure as a Service) შეთავაზებებს შორის და უსწრებს ისეთი კომპანიების სერვისებს, როგორებიცაა Google Cloud და Microsoft Azure.
- გაიგეთ მეტი ამ წამყვანი ტექნოლოგიის შესახებ, რომლის პროფესიონალები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სპეციალისტებად ითვლებიან.