
ალექსანდრე გოცაძე
გაიცანით ალექსანდრე გოცაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
მან საქართველოში ყველაზე მაღალი ქულა ACCA-ს საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების გამოცდაში, F9 მოდულში მოიპოვა. ამ შედეგით, ის მსოფლიოში 22-ე ადგილზე გავიდა!
ალექსანდრე გოცაძე საქართველოს ბანკის პროგრამა ‘ლიდერატორის’ გამარჯვებულია და სტაჟირებაზეა კორპორაციული ბიზნესისა და საინვესტიციო ბანკინგის დეპარტამენტში.