ახალი მსოფლიო, პანელური დისკუსია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წლის კურსდამთავრებულის, ნუცა კობიძის ორგანიზებით, ონლაინ ღონისძიება, ალუმნი პანელური დისკუსია, თემაზე – ახალი მსოფლიო ჩატარდა.
პანელურ დისკუსიაზე, BTU-ს სტუდენტებს საშუალება ქონდათ კურსდამთავრებულებთან ერთად ემსჯელათ, თუ როგორ შეიცვალა ყოველდღიურობა ონლაინ სწავლებითა და მუშაობით.
ალუმნი ამბასადორებმა, სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი პირად და პროფესიული გამოცდილება და უპასუხებს დასმულ შეკითხვებს.
დისკუსიის მთავარი საკითხები:
– ახალი სამუშაო გარემო, როგორც
– პრაქტიკული რეკომენდაციები სა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდს, წლის კურსდამთავრებული ნუცა კობიძე ხელმძღვანელობს.
ფონდის მისია BTU-ს სტუდენტების ინოვაციური იდეების ხელშეწყობა, უწყვეტი განათლების პროგრამის მხარდაჭერა, ციფრული წიგნიერებისა და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება და კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური კაპიტალის გამოყენებით, ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაა.
წლის კურსდამთავრებულის გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი, სადაც კანდიდატებმა კომისიის წინაშე წარადგინეს ფონდის განვითარების სტრატეგია.