
ახალი ლიტერატურა ბიზნეს განათლებისთვის
სტუდენტებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიოში საუკეთესო და უახლესი ბიზნესლიტერატურა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე გაიმართა – Fuckup Book – მარცხის ისტორიები, წიგნის პრეზენტაცია.
წიგნის წარდგენასთან ერთად, მოწვეულმა სპიკერმა, Biletebi.ge-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მიზანდარმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს.
ღონისძიების განმავლობაში „ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის – Armstrong’s Handbook of Human Resource Management Practice – წარადგინა წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტმა, პალიტრა მედია ჯგუფის HR დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ფეიქრიშვილმა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და გამომცემლობა პალიტრა ლ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.