დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები: UNICEF და კერძო სექტორი
პროექტის განხორციელების ვადები: 2023-2024 წლები
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი ინიციატივით, 2023 წლის სექტემბრიდან ხორციელდება რვათვიანი საგანმანათლებლო პროგრამა „ახალგაზრდების ციფრული უნარების გაუმჯობესება – Junior Tech”.
პროგრამის მიზანია გაზარდოს ციფრული და კომუნიკაციის უნარები განსაკუთრებით დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მისცეს მათ შესაძლებლობა, აღიჭურვონ იმ ცოდნით და გამოცდილებით, რაც გაუადვილებთ ბარიერების გადალახვას შემდგომი განათლების და დასაქმების მიმართულებით. პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს გამოავლინონ თავიანთი სრული პოტენციალი ახლად შეძენილი ციფრული და კარიერული მზაობის უნარების გამოყენებით.
პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, გაეროს ბავშვთა ფონდი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ათეულობით ბიზნეს ორგანიზაცია გაერთიანდა და შედეგად, პროგრამაში მონაწილეობა უფასოა 15-21 წლის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ბათუმსა და თბილისში მოწყვლადი ჯგუფებიდან.
პროექტის პარტნიორები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თიბისი ბანკი, თეგეტა მოტორსი, მედ დიაგნოსტიკა, კარფური, აჭარა ჯგუფი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Phubber, B2C, ქუანტორი საქართველო, ლიბერთი ბანკი, Exadel Georgia, Lineate Georgia, Quick , WPC Dinamo Tbilisi, ფიზკულტურა, LAB Technologies, Girteka, HT Solutions, CityPay.io , პორშე ცენტრი თბილისი, ავტო გალერი, ტოიოტა ცენტრი ბათუმი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, მაზდა ცენტრი თეგეტა , ვოლვო ქარ საქართველო, Europcar Georgia, NIU E-Scooters.