AI წიგნიერების სკოლა სკოლის მოსწავლეებისთვის
სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI წიგნიერების სკოლა სკოლის მოსწავლეებისთვის!
AI წიგნიერების სკოლა სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს მოსწავლეთა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნით აღჭურვა, მათ შორის ძირითადი პრინციპები, აპლიკაციები და ეთიკური დილემები.
ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებს შეუქმნას საბაზისო წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ: როგორ მუშაობს, რა როლი და გავლენა აქვთ მათ საზოგადოებაზე. ინფორმაციის გაზიარებით მოსწავლეები უკეთ მომზადებულები შეხვდებიან მომავლის გამოწვევებს და უკეთ შეძლებენ როგორც ნავიგაციას, ისე AI-ს უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოყენებას და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში. პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, განვითარება და რეალიზება ტექნოლოგიური ცვლილებებისვის.
პროექტით გათვალისწინებულია 6 დღიანი ინტენსიური AI წიგნიერების სკოლის ორგანიზება 27 იანვრიდან – ყოველდღიური 4 საათიანი დატვირთვით (ჯამში: 24 საათი); ასევე, გათვალისწინებულია მოკლე შესვენებები კვებით. ბანაკი სრულად ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში.
სამიზნე აუდიტორია: 13-18 წლის მოსწავლეები თბილისის საჯარო და კერძო სკოლებიდან.
დღეები დაყოფილია თემატურად და თითოეული შეხვედრა ინდივიდუალურად მიეძღვნება წინასწარ განსაზღვრულ მიმართულებას.
პროგრამით გათვალისწინებული თემების ყოველდღიური ინტენსიური განხილვა, მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სიღრმისეულად გაეცნონ თითოეულ მიმართულებას, მიიღონ პასუხები ახლადგაჩენილი კითხვების შესაბამისად და მოახდინონ თითოეული განვლილი საკითხის ირგვლივ რეფლექსია.
13-15 წლის მოსწავლეების რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის საშუალებით.
16-18 წლის მოსწავლეების რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი პორტალის საშუალებით.