
AI წიგნიერების ბანაკი 2.0
AI წიგნიერების ბანაკი 2.0 სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც 2025 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული AI წიგნიერების სკოლის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით შეიქმნა.
პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს საბაზისო ცოდნის მქონე მოსწავლეთა ხელოვნური ინტელექტის ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნით აღჭურვა, მათ შორის აპლიკაციების და ეთიკური დილემების გაცნობა და ამ თემების ირგვლივ სიღრმისეული ცოდნის გაზიარება.
პროექტით განსაზღვრულია 15-18 წლის ასაკის, ჯამში, 30 მონაწილის გადამზადება თბილისის სკოლებიდან, რომელთა შერჩევა განხორციელდება წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმისა და შემდეგი პორტალის საშუალებით: https://youthtbilisi.ge/.
ბანაკის თარიღები: 15-20 ივნისი, 2025
ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; გასვლითი კომპონენტი: რუმს ჰოტელ ბაკურიანი კოხტა.
ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს მონაწილეებს შეუქმნას ღრმა და ყოვლისმომცველი წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ: როგორ მუშაობს, რა როლი და გავლენა აქვთ მათ საზოგადოებაზე. ინფორმაციის გაზიარებით მოსწავლეები უკეთ მომზადებულები შეხვდებიან მომავლის გამოწვევებს და უკეთ შეძლებენ როგორც ნავიგაციას, ისე AI-ს უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოყენებას და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში. პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, განვითარება და რეალიზება ტექნოლოგიური ცვლილებებისვის.
შერჩევა განხორციელდება სარეგისტრაციო ფორმისა და შემდეგი პორტალის საშუალებით: https://youthtbilisi.ge/
დამატებითი ინფორმაცია: 15-16 წლის მოსწავლეებმა, უნდა შეავსონ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა და დაურთონ მშობლის თანხმობის წერილი.
17-18 წლის სკოლის მოსწავლეებს/მსურველებს მონაწილეობისთვის ესაჭიროებათ პირადი პროფილის შექმნა ვებ-გვერდზე Youthtbilisi.ge, პროფილის შევსება და აქტივობებზე რეგისტრაცია ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით. რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი youthtbilisi.ge-ს პროფილი.