
AI STARTUP პრე-აქსელერატორი BTU-ს მიერ MIT-სთან პარტნიორობით ჩატარდება
დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის BTU-ს მეწარმეობის ცენტრი 6 კვირიან პრე-აქსელერაციის პროგრამას განახორციელებს. პროგრამა განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული 15 სტარტაპებისთვის და მიზნად ისახავს მათ დახმარებას სწრაფ განვითარებაში და ბაზარზე ეფექტურ პოზიციონირებაში.
AI პრე-აქსელერატორი განხორციელდება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან (MIT) პარტნიორობით. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტარტაპებს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ MIT-ს Martin Trust Center-ის ექსპერტები და რეზიდენტი ანტრეპრენერები. ამასთან, პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპებს წვდომა ექნებათ Orbit-ზე, რომელიც MTC-ს მიერ შემუშავებული უახლესი პლატფორმაა და აერთიანებს უდიდეს სამეწარმეო რესურსებს.
მონაწილე სტარტაპები დამატებით გაივლიან ინდივიდუალურ მენტორინგს, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები დაეხმარებიან მათ უმოკლეს დროში მასშტაბირებაში. აქსელერაციის მოწინავე სტარტაპები მონაწილეობას გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე მიიღებენ და შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი სტარტაპ იდეები წარადგინონ ქართველი და უცხოელი ანგელოზ ინვესტორების წინაშე. პროგრამის დასასრულს გაიმართება დემო დღე, რომლისთვისაც გათვალისწინებული იქნება საპრიზო ფონდი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს საქართველოს მასშტაბით.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
11 აპრილი – 1 მაისი – სტარტაპების რეგისტრაცია
8 მაისი – შერჩეული სტარტაპების გამოცხადება
13 მაისი – 17 ივნისი – პრე-აქსელერაციის პროგრამის განხორციელება
20 ივნისი – დემო დღე და საგრანტო კონკურსი