
AI სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე
20 ივნისს, BTU-ში AI სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართება.
ღონისძიებაზე შერჩეული 6 სტარტაპი გაფიჩავს ჟიურის წინაშე და საუკეთესო შეფასების მიღების შემთხვევაში მიიღებს 10.000 ლარს გრანტის სახით BTU-სგან.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობისა და ინოვაციების სტრატეგის — კარინა რუბინშტეინის — “keynote” გამოსვლა. ღონისძიება დასრულდება ნეთვორქინგით და შეკრებს ინოვატორებს, ინვესტორებს და ეკოსისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს.
BTU-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და შესაძლებლობას აძლევს ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ სტარტაპებს გაიღრმაონ ცოდნა და შეიძინონ უნარები მათი სტარტაპების სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის. 2025 წლის პრე-აქსელერაციის პროგრამა სრულად არის ფოკუსირებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სტარტაპებზე და სწორედ მათი ინოვაციური გადაწყვეტების წარდგენა მოხდება დემო დღეზე.