ქვეყნის ყველაზე მსხვილი მაღალტექნოლოგიური მარათონი – AI MARATHON ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს აერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას.
მარათონის საპრიზო ფონდი მუდმივრეჟიმში იზრდება და მის ფარგლებში არსებული პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, გამარჯვებული მონაწილეთათვის, ინვესტიციის სახით გაიცემა. მარათონის თითოეულ აქტივობაში მონაწილე რჩეული გუნდები იღებენ ფულად ჯილდოს – წარდგენილი იდეის პროტოტიპის შექმნის მიზნით განხორციელებულ ინვესტიციას. მარათონის ფარგლებში უკვე 50 000₾-ზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო სტუდენტურ პროექტებში და აღნიშნული საპრიზო ფონდი კიდევ იზრდება.
AI ჰაკათონი, AI იდეათონი, AI ჯემსესიები, პროგრამირების ჩემპიონატი, AI დებატები, AI სტარტაპების ფიჩინგ კონკურსი და სხვა აქტივობები, 2024 წლიდან, ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის, ტექ ენთუზიასტებისთვის არის უკვე ხელმისაწვდომი. განსხვავებული იქნება კონკურსების თემატიკაც: AI სერვისების შექმნა სხვადასხვა სექტორებში: კიბერუსაფრთხოება, განათლება, მდგრადობა, ჭკვიანი ქალაქები, ჯანდაცვა და სხვა.