AI-ის ინტეგრაცია სწავლებაში — BTU-ს ახალი კვლევა სტუდენტთა და ლექტორთა გამოცდილების შესასწავლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) იწყებს კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის (AI) სწავლებაში დანერგვის პრაქტიკის შესწავლას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. კვლევა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
სტუდენტების კომპონენტის ფარგლებში, რაოდენობრივი ანალიზით შეისწავლება თუ როგორ და რატომ იყენებენ სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები AI ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესში. ყურადღება დაეთმობა გამოყენების სიხშირეს, მოტივაციას, მიზნებსა და ქცევით ტენდენციებს.
ლექტორების კომპონენტი ფოკუსირდება ხარისხობრივ ანალიზზე. მათ შორის, ლექტორთა გამოცდილების, ინოვაციური პრაქტიკის მაგალითებისა და ბარიერების გამოვლენა, რაც ხელოვნური ინტელექტის ეფექტიან ინტეგრაციას უშლის ხელს სასწავლო პროცესში.
მონაცემები შეგროვდება კითხვარების, ღია ფორმების და ინტერვიუების მეშვეობით. შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საჯარო კვლევითი ანგარიშის მოსამზადებლად Digital Ecosystem Digest-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს წარმოადგინოს AI-ის განათლებაში ინტეგრაციის რეალისტური სურათი და შეუწყოს ხელი ცვლილებებს ამ მიმართულებით
კვლევაში, რესპონდენტის სტატუსით მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, შესაძლებელია შეავსონ კითხვარი