აბიტურიენტთა შიდა რეგისტრაციის ვადები და პროცედურები საბაკალავრო პროგრამებზე
აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებმაც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, იწარმოებს 2017 წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის N 103 ოთახში (მის. ი.ჭავჭავაძის 82) 10:00 – 18:00 საათებში.
- რეგისტრაციისას აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იხილეთ ნიმუში) (მხოლოდ ვაჟებისთვის)
- ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD)
- სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ.
- საერთაშორისო პროგრამებზე სწავლის მსურველებს ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2017 წლის 11 სექტემბერს. ინგლისური ენის გამოცდის დრო და აუდიტორია აბიტურიენტებს მიეწოდებათ რეგისტრაციისას. გამოცდიდან გათავისუფლდებიან აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო ვალიდურ სერტიფიკატს.
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებთან სასწავლო ხელშეკრულებები გაფორმდება 15-16 სექტემბერს 10:00-18:00 საათებში N 103 ოთახში (მის. ი.ჭავჭავაძის 82)
- აბიტურიენტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ინგლისური ენის ცოდნის მოთხოვნილ დონეს, ხელშეკრულებები გაუფორმდებათ შესაბამის ქართულენოვან პროგრამაზე 15-16 სექტემბერს 10:00-18:00 საათებში N 103 ოთახში (მის. ი.ჭავჭავაძის 82)