აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია:
- რეგისტრაცია განხორციელდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://register.btu.edu.ge/
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი).
- ფოტოსურათი 3×4.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები).
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე წარსადგენია/ასატვირთია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში წარსადგენია/ასატვირთია პირის დაბადების მოწმობის ასლი.