აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება ინკლუზიური ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
ინტერნაციონალიზაცია თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის წარმატება არა მხოლოდ საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და მობილობის შესაძლებლობების განვითარებაზე, არამედ ეფექტიან ადმინისტრაციულ მხარდაჭერაზეც არის დამოკიდებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ საუნივერსიტეტო სამსახურების საქმიანობას, რომლებიც სტუდენტებსა და პერსონალს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ შესაძლებლობებზე წვდომაში ეხმარებიან.
საერთაშორისო ურთიერთობების, სტუდენტთა მიღების, ციფრული მხარდაჭერისა და სტუდენტებთან უშუალოდ მომუშავე სხვა ადმინისტრაციული სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, ინკლუზიური საუნივერსიტეტო გარემოს განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციის პროცესების ეფექტიან მართვაში.
Heading #2 | ||
|---|---|---|
სტატუსი |
მიმდინარე
| |
დონორი | ევროკომისია | |
დაფინანსების სქემა | Erasmus+ CBHE | |
გრანტის/პროექტის ნომერი | 101324519 | |
განხორციელების პერიოდი | 2026–2029 | |
ბიუჯეტი | €398,061.82 | |
BTU-ს წილი | €54,051.26 | |
BTU-ს როლი | პარტნიორი | |
კოორდინატორი | პელოპონესის უნივერსიტეტი (საბერძნეთი) |
პროექტის შესახებ
პროექტი Admin Empower მიზნად ისახავს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებთან მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული კომპეტენციებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული დაწესებულებების უფრო აქტიურ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. ადმინისტრაციული კომპეტენციების, ციფრული მზაობისა და სტუდენტზე ორიენტირებული პროცესების გაუმჯობესების გზით, პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო შესაძლებლობებზე წვდომის ბარიერების შემცირებას, განსაკუთრებით ნაკლები შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.
ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის Admin Empower ფარგლებში საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:
- ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და პროფესიული განვითარება — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ციფრული მზაობის შეფასება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, სტუდენტთა მიღების, ციფრული მხარდაჭერისა და სტუდენტებთან მომუშავე სხვა ადმინისტრაციული სამსახურების თანამშრომლებისთვის პროფესიული სასწავლო პროგრამის, პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და მასობრივი ღია ონლაინ კურსის (MOOC) შემუშავება.
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ცოდნის გადაცემა — ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული კომპეტენციებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ტრენერთა მომზადების მიზნით განხორციელებული საერთაშორისო მობილობის, ურთიერთსწავლებისა და ევროპელ პარტნიორებთან დისტანციური მენტორობის მეშვეობით. აღნიშნული საქმიანობა მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას, შეითვისონ წარმატებული პრაქტიკა და დანერგონ იგი საკუთარი ინსტიტუციური საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
- ინკლუზიური და ციფრული სტუდენტური სერვისების განვითარება — სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესება და ახალი მიდგომების პრაქტიკაში გამოცდა, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სტუდენტთა მომსახურების ციფრული მექანიზმების განვითარებასა და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას, განსაკუთრებით ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის.
პარტნიორები
-
პელოპონესის უნივერსიტეტი, საბერძნეთი კოორდინატორი
-
გალაცის ქვემო დუნაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
-
ADA უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
-
დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
-
აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
-
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი, საქართველო
-
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველო
თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) პოზიციას. შესაბამისად, ევროკავშირი და EACEA არ არიან პასუხისმგებელნი აღნიშნულ შეხედულებებსა და მოსაზრებებზე.