
BTU-ს პროექტი „სამეცნიერო დიალოგი – სკოლიდან უნივერსიტეტამდე“
BTU-ს პროექტი „სამეცნიერო დიალოგი – სკოლიდან უნივერსიტეტამდე“ 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით ხორციელდება, მიზნად ისახავს IX-XII კლასის მოსწავლეებში STEM მიმართულებების, კვლევისა და ინოვაციების მიმართ ინტერესის გაზრდას და სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება ონლაინ „STEM შაბათობები“ – შეხვედრები მეცნიერებთან და მკვლევრებთან, STEM ლექციები და პრაქტიკული ვორქშოპები. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება STEM ელჩების ქსელი.
ონლაინ ფორმატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებს პროექტში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
IX-XII კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია:https://lnkd.in/eJSP2gAs
მეცნიერებისა და მკვლევრების რეგისტრაცია: https://lnkd.in/eUxsGvHP
პროექტი ხორციელდება Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG)-ის მხარდაჭერით.


