ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე: AI წიგნიერება
კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის და გენერაციული AI-ის საფუძვლები; მონაცემები და მოდელები; AI-ის უსაფრთხო, ეთიკური და აკადემიურად კეთილსინდისიერი გამოყენება; პრომპტინგის საფუძვლები კვლევის, შეჯამებისა და იდეების გენერირებისთვის; Vibe coding; პერსონალური AI აგენტების/დამხმარეების შექმნა; AI-ის გამოყენება ბიზნესსა და მონაცემთა ანალიზში; AI Governance.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (უპირატესობად მიიჩნევა აკადემიური ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა მეცნიერების, კომპიუტერული მეცნიერების, ბიზნესის ან მონათესავე მიმართულებით);
- ვაკანსიის შესაბამის სფეროში/დარგში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება 01 წელი (გამოცდილების არარსებობის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება)
- გენერაციული AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT, Claude, Gemini, NotebookLM და სხვ.) რეგულარული და პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის: პრომპტინგი და AI-სთან მუშაობის სამუშაო პროცესების აწყობა, Vibe coding-ის ტიპის ხელსაწყოები (მაგ. Cursor, Claude Code, Replit, v0 და სხვ.), AI აგენტები/ავტომატიზაცია და/ან მონაცემთა ანალიზი (Data Science), ასევე გენერაციული AI-ის ეთიკური, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრინციპები (შეზღუდვები, halucinations, მონაცემთა კონფიდენციალურობა, აკადემიური კეთილსინდისიერება) გამოცდილების დონე შესაძლებელია შემოწმდეს გასაუბრების ეტაპზე, პრაქტიკული დემონსტრირების/სცენარზე დაფუძნებული კითხვების მეშვეობით.
შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება, რომელიც მოიცავს სცენარზე დაფუძნებულ კითხვებს და/ან AI ინსტრუმენტთან მუშაობის პრაქტიკულ დემონსტრირებას;
- საცდელი ლექციის ჩატარება (კომისიის მოთხოვნის საფუძველზე).
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი: სასწავლო განრიგის შესაბამისად, შეთანხმებით
წარმოსადგენი დოკუმენტები და ვადები
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია [email protected]ზე:
- რეზიუმე/CV ქართულ ენაზე;
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამის დარგში სამუშაო გამოცდილების შესახებ (პროფესიული გამოცდილება);
- ცნობა სწავლების გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
- დარგობრივი სერტიფიკატები ან AI/მონაცემთა ანალიზის მიმართულებით გავლილი კურსების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი, 18:00 სთ
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: [email protected]
შენიშვნა
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.