
GITA-ს ინიციატივითა და სრული დაფინანსებით საერთაშორისო AI ბანაკი გაიმართება.
- Date ივნისი 5, 2026
- Categories ახალი ამბები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და სრული დაფინანსებით, 17-22 აგვისტოს, ქართველი და უცხოელი მენტორების და ლექტორების ჩართულობით საერთაშორისო ბანაკი გაიმართება.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
AI და მანქანური სწავლება
* AI-სა და მანქანური სწავლების საფუძვლები (Spatial-ის ვირტუალურ სივრცეში)
* მანქანური სწავლების ალგორითმების მიმოხილვა
* მონაცემთა მეცნიერების ძირითადი კონცეფციები
* მანქანური სწავლების მარტივი მაგალითები და მონაცემებზე ორიენტირებული პრობლემების გადაჭრა
კომპიუტერული ინჟინერია, სისტემები და AI ხელსაწყოები
* კომპიუტერული ინჟინერიისა და სისტემების საფუძვლები
* AI-სა და AI ხელსაწყოების გაცნობა
* სახალისო პრაქტიკული აქტივობები AI ხელსაწყოებით
* AI ხელოვნებასა და ინოვაციებში
* სისტემური აზროვნება პრაქტიკაში
კიბერუსაფრთხოება და AI-ს პასუხისმგებლიანი გამოყენება
* კომპიუტერული სისტემებისა და AI ინფრასტრუქტურის საფუძვლები
* Hardware vs Software
* კიბერუსაფრთხოება ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა უსაფრთხოება და რისკების მართვა
* ეთიკური და პასუხისმგებლიანი AI-ს პრინციპები
* რისკების ანალიზის სავარჯიშოები და უსაფრთხო AI გადაწყვეტების შექმნა
მეწარმეობა და პროდუქტის განვითარება
* AI მეწარმეობაში
* ბიზნეს მოდელები, MVP დიზაინი და პროტოტიპირება
* Product-Market Fit
* ფიჩინგის ტექნიკები, სთორითელინგი და პრეზენტაციის უნარები
* ფიჩინგის სიმულაცია და უკუკავშირი
* გუნდური მუშაობა, საბოლოო პროექტის მომზადება და წარდგენა
ბანაკი ასევე მოიცავს:
- პრაქტიკულ ვორქშოფებს
- ვირტუალურ სესიებს
- გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრასა და მენტორებთან ინტერაქტიულ თანამშრომლობას
- ნეთვორქინგ, ინტერკულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებს ბანაკის
განმახორციელებელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).
ბანაკის ლოკაცია: სასტუმრო ამბასადორი, კაჭრეთი
ბანაკის მენტორები, ტრენერები და სპიკერები
გაიცანით ლაშა შარიქაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო AI ბანაკის ტრენერი.
ლაშა შარიქაძე ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტი და სტრატეგია, რომელსაც პროექტებისა და პროცესების მართვის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის Digital Settings-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხელმძღვანელობს AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.
ლაშა ასევე არის BTU-ს ლექტორი და სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს ასწავლის.
გაიცანით ერეკლე მოდებაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო AI ბანაკის მენტორი.
ერეკლე მოდებაძე Nebi-ის AI R&D Lead-ია. მას აქვს საერთაშორისო სტარტაპებში AI ინჟინრად და AI გუნდების ლიდერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე არის Zepply-ის (ყოფილი Botu) დამფუძნებელი.
ერეკლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) კურსდამთავრებულია და აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე.
გაიცანით ლუკა ბაკლაგა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო AI ბანაკის ტრენერი.
ლუკა ბაკლაგა მეცნიერ-მკვლევარი და ანტრეპრენერია, რომელიც სპეციალიზდება კვანტურ ხელოვნურ ინტელექტში, ნეირომორფულ გამოთვლებში, კიბერუსაფრთხოებასა და ალგორითმულ თამაშთა თეორიაში.
იგი მოღვაწეობს გერმანიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტსა (WHZ) და BTU-ში, როგორც ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის მკვლევარი და ლექტორი. ლუკა არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპის თანადამფუძნებელი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მოწვეული სპიკერია.
გაიცანით სვენ ჰელბახი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო AI ბანაკის ტრენერი.
სვენ ჰელბახი ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური სისტემების პროფესორია გერმანიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (WHZ). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ სწავლებას, ნეირონულ ქსელებს, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას, ასევე ადამიანისა და მანქანის ურთიერთქმედებას.
პროფესორ ჰელბახს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით მრავალწლიანი აკადემიური და კვლევითი გამოცდილება აქვს. ის არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეა და აქტიურად მუშაობს AI-ისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე.
გაიცანით გეგა ჭეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო AI ბანაკის ტრენერი.
გეგა ჭეიშვილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტია და ამჟამად კომპანია CORX-ში Head of Threat Intelligence & Incident Response-ის პოზიციას იკავებს.
მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კიბერუსაფრთხოების სფეროში, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და რეგიონული კიბერთავდაცვის ცენტრში (RCDC). მისი ექსპერტიზა მოიცავს Incident Response-ს, Digital Forensics-ს, Malware Analysis-ს, Cyber Threat Hunting-სა და Penetration Testing-ს.
გეგას აქვს აკადემიური გამოცდილებაც – კითხულობდა ლექციებს საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში და ატარებდა სემინარებს კიბერ ჰიგიენის, კიბერ დაზვერვისა და Dark Web-ის თემებზე.
გაიცანით მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო AI ბანაკის ტრენერი.
მარიამ გიორგობიანი ტექნოლოგიური მეწარმე, Forbes Georgia-ს „30 Under 30“ სიის წევრი და DGFI Conference-ისა და Arena Games-ის თანადამფუძნებელია.
ამჟამად ის Georgia Startup Academy by 500 Global-ის პროგრამის მენეჯერია, სადაც ახალი თაობის დამფუძნებლებისა და სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ინოვაციები, მეწარმეობა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება საქართველოში და რეგიონში.

