
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ბტუ-ს სტუდენტების კვლევითი აქტივობის წახალისება და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბტუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც დადგენილი ფორმებისა და ვადების დაცვით წარმოადგენენ კვლევით პროექტს.
გამარჯვებული პროექტები ფინანსდება შემდეგი სქემის მიხედვით:
| გამარჯვებული სტუდენტის სწავლების საფეხური | დაფინანსება |
| ბაკალავრიატი | 1000 ლარი |
| მაგისტრატურა | 1000 ლარი |
პროექტის მოსამზადებლად საჭირო მასალები და დანართები მოიცავს:
- კონკურსის პირობებს (დანართი 1);
- განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
- სტუდენტის, კვლევის/ნაშრომის ხელმძღვანელისა და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ს (დანართი 3) ;
- საპროექტო წინადადებას (დანართი 4);
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკს (დანართი 5);
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტსა და მის დასაბუთებას (დანართი 6);
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილს.
კონკურსზე პროექტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 ივნისი 18:00 საათი. საკონკურსო განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: info@btu.edu.ge
კონკურსის შესახებ, მათ შორის პროექტის რეგისტრაციის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცანით კონკურსის პირობებს.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბტუ-ს კვლევების ცენტრს: research@btu.edu.ge


