ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს „სამეცნიერო პრემია – ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია“
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო პრემიას მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციებში მოღვაწეობის წახალისების, სამეცნიერო კარიერის განვითარებისათვის პერსონალის მოტივაციის ამაღლებისა და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარების პოპულარიზაციის მიზნით.
ბტუ-ს მიერ დაწესებული სამეცნიერო პრემია გაიცემა ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციების დარგში. პრემია გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით. ბტუ-ს მიერ დაწესებული პრემიის ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონული წარდგენის ბოლო ვადა 15.05.2026;
- განაცხადების შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან 18-22.05.2026;
- საკონკურსო კომისიის შექმნა და მათთვის განაცხადების დაგზავნა 25-29.05.2026;
- საკონკურსო კომისიის სხდომა 8-12.06.2026;
- გამარჯვებული აპლიკანტების გამოვლენა და დამტკიცება 12.06.2026;
- გამარჯვებული აპლიკანტების დაჯილდოვება – ივნისი
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მანაწილეობის მიღება შეუძლია: ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს; ბტუ-ს არააფილირებულ და/ან მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- Curriculum Vitae განახლებული ბოლო 3 წლის განმავლობაში ბტუ-ს სახელით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სიით (1,2,3), რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად ჟურნალებში. პატენტის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების შემთხვევაში არსებობის შემთხვევაში – მათი დამადასტურებელი დოკუმენტი
(1. მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სტატიების, საკონფერენციო თეზისების ჩამონათვალი უნდა დასტურდებოდეს ელექტრონული ბმულების მითითებით;
2. უპირატესობა მიენიჭება იმ სამეცნიერო პუბლიკაციებს, რომლებიც ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (Scopus, WoS, Erich plus, Index Copernicus, Google Scholar);
3 ე.წ. პრედატორ (PREDATORY JOURNALS) ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები არ მიიღება მხედველობაში, გადამოწმებისათვის იხ. ლინკი https://beallslist.net/ );
- სამოტივაციო წერილი;
- კონკურსანტის შეხედულებისამებრ დამატებითი დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას CV-ის დანართის სახით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@btu.edu.ge.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, კონკურსანტის CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაერთიანდეს ერთ PDF ფორმატის ფაილში სათაურით: კონკურსანტის გვარი_სამეცნიერო პრემია, ხოლო ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი სათაურით: კონკურსანტის გვარი_დამატებითი საბუთები.
კონკურსზე რეგისტრირებული განაცხადების შეფასება
კონკურსზე რეგისტრირებული განაცხადების შეფასებას ახორციელებს ბტუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
| სამეცნიერო პროდუქტიულობა | ქულა (მინიმუმ 1 – მაქსიმუმ 5) |
(კვლევითი თემატიკის აქტუალობა და პრაქტიკული მნიშვნელობა, ბტუ-ის სახელით:
ჯილდოები, პროექტები, სტიპენდიები) |
|
| აკადემიური კომპეტენციები | ქულა (მინ 1-მაქსიმუმ 3) |
| (ბტუ-ის საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობა, სასწავლო კურსების მომზადება, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, რეცენზირება, რედაქტირება, საგანმანათლებლო პროექტები) |
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ საკონკურსო განაცხადს, რომელიც მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში. აღნიშნულ კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.
გისურვებთ წარმატებას!