
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის საგრანტო კონკურსების გამარჯვებულია
ბტუ-ს დოქტორანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსზე წარდგენილი კვლევითი პროექტების დაფინანსება მოიპოვეს:
- პროექტი შიფრით PHDF-25-204 „გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უნარებზე მოთხოვნა საქართველოში: ვაკანსიების ემპირიული ანალიზი“ მიზნად ისახავს საქართველოს შრომით ბაზარზე GenAI-სთან დაკავშირებულ კომპეტენციებზე მოთხოვნის დინამიკის ემპირიულ შეფასებას ვაკანსიების ანალიზის საფუძველზე.
- პროექტის, შიფრით PHDF-24-6713, „მოდელის შემუშავება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრაციისთვის მართლმსაჯულების სისტემაში“ მიზანია, მართლმსაჯულების სისტემისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიანობას, დროულობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მიდგომას.
- პროექტი შიფრით PHDF-24-1062, „ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობების კვლევა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“ აფასებს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მზაობის შეფასებას ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ბტუ-ს გამარჯვებული პროექტებია:
- YS-25-1468, „შრომის ტრანსფორმაცია: როგორ ცვლის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს როლებს საქართველოში“ შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით იკვლევს AI-ს გავლენის შედეგად სამუშაო პოზიციების ტრანსფორმაციას საქართველოში, არსებული როლების გაფართოებას, გაღრმავებას, გადაკეთებსა, შერწყმას და ახალი სამუშაო პოზიციების შექმნას.
- YS-25-2542, „მიწისძვრების შორის ინტერვალების დროში განაწილების ანალიზი/ენგურის თაღოვანი კაშხლის დეფორმაციის მონაცემების გამოყენება”, რომელიც იკვლევს მიწისძვრების დროში განაწილების საკითხს, ენგურის კაშხლის სეისმურ მონაცემებს, ფუძეში გადაადგილება/დეფორმაციას, დახრას და წყლის დონის ცვლილებას.


