
MIT – Massachusetts Institute of Technology BTU-ში დაწერილ სტატიას აქვეყნებს
MIT – Massachusetts Institute of Technology BTU-ში დაწერილ სტატიას აქვეყნებს: ,,Inclusive Innovation Across Borders: Designing Ecosystems for Disability Entrepreneurship and Inclusive Funding.”
სტატია იკვლევს, თუ როგორ შეიძლება ინკლუზიური ინოვაციების ეკოსისტემების ჩამოყალიბება, რათა გაძლიერდეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილება შემოქმედებით პროცესებსა და მეწარმეობაში. საქართველოსა და იაპონიაში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ავტორი ამტკიცებს, რომ ინკლუზია უნდა განიხილებოდეს როგორც ინოვაციის, მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის ძირითადი სტრატეგია. ოკინავაში ჩატარებული საველე კვლევებისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) და კიოტოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის საფუძველზე ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ მართულ ინოვაციებს ახალი ბიზნეს მოდელების, ეთიკური დიზაინის პრაქტიკებისა და სექტორთაშორისი გავლენის შექმნა. საბოლოოდ, სტატია ინკლუზიურ ინოვაციას წარმოაჩენს, როგორც ტრანსფორმაციულ გზას მდგრადი და მომავლისკენ მიმართული სამეწარმეო ეკოსისტემების ფორმირებისთვის.
სტატიის ავტორი: ანი ვაშაყმაძე: BTU-ს ასოცირებული პროფესორი და კიოტოს ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული მომხსენებელი.


