თამარ კანაშვილი
თამარ კანაშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. მას აქვს 15 წელზე მეტი სასწავლო და პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში.
თამარი არის ტრენერთა ასოციაციისა და ტრენერთა აკადემიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი. ის მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბიზნეს–კონსულტანტი და Soft Skills ტრენერია. პროფესიულ საქმიანობაში თამარი აქტიურად მუშაობს ლიდერობის, კომუნიკაციისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებებით.
თამარი პოლონეთში საჯარო გამოსვლების ჩემპიონია, გამოცემული აქვს 10-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო სტატია. გავლილი აქვს 300-ზე მეტი ტრენინგი და ჩატარებული 1000-ზე მეტი სასწავლო სესია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.