ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმა EIT Digital-ისგან ევროპის “წლის ტრენერის” ჯილდო მოიპოვა.
EIT Digital-ის Deep Tech Talent Initiative-ის ფარგლებში ევროპის “წლის ტრენერის” ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ იმ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან ტექნოლოგიების სწავლებისა და ტრენინგების მიმართულებით.
EIT Digital ევროპის ყველაზე დიდი ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც ქმნის კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ, სამართლიან და მდგრად ციფრულ ევროპას. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს, კორპორაციებს, კვლევით ინსტიტუტებსა და სტარტაპებს ერთ ღია ინოვაციურ ეკოსისტემაში, სადაც სტუდენტები, მკვლევრები, ინჟინრები და მეწარმეები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის – ციფრული ინოვაციების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.
BTU ტრენინგ ცენტრის კორპორაციული ტრენინგ-კურსები
BTU ტრენინგ-ცენტრი კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ ტრენინგ კურსებს, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტის და სხვა სფეროების გარშემო.
ტრენინგები მიზნად ისახავს ორგანიზაციებში ცოდნის, ეფექტიანობისა და ინოვაციური აზროვნების გაძლიერებას. 100-ზე მეტი კორპორაციული კურსი ტარდება როგორც დისტანციურად, ისე ფიზიკური ფორმატით — კომპანიაში ან უნივერსიტეტის კამპუსში.
კურსები, მათი შინაარსი და ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.
შეთავაზებულ კურსებს შორისაა:
- Big Data Analytics
- AI Use in Business Operations – AI and Machine Learning for Business Applications
- Cybersecurity Essentials for Organizations
- Data-Driven Decision Making
- Leadership
- Communications
- Excel
- Intrapreneurship and Innovations
- Tech Projects Management
- No Code Development – Software Development for Non-IT Professionals
- Time and Task Management
- Psychology at Workplace
- Design Thinking
სხვა, სასურველი ტრენინგ კურსის შერჩევა/დაგეგმვისთვის, დაგვიკავშირდით:
- 0322 195 015
- trainingcenter@btu.edu.ge