თინათინ ზერაგია
თინათინ ზერაგია არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. მას აქვს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წავლების მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურისა და სადოქტორო სწავლების საფეხურებზე. თინათინ ზერაგიას განათლების სფეროში აკადემიურთან ერთად აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, ის ჩართული იყო მენეჯმენტის მიმართულებით რამდენიმე სასწავლო პროგრამისა და სასწავლო გეგმის მომზადების პროცესში ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
თინათინ ზერაგიას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია მენეჯმენტის მიმდინარე თემებზე, ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მისი კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის არის მე-12 საერთაშორისო RAIS კონფერენცია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, რომელიც გაიმართა პრინსტონში, ნიუ–ჯერსი, აშშ., და ევროპის ტრანსკულტურული და ინტერდისციპლინარული დიალოგის საზოგადოება (ESTIDIA)-ს მიერ გამართულ კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ალიკანტე, ესპანეთში.
თინათინმა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორისა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესებია თანამედროვე მდიგომები მენეჯმენტში, მეწარმეობა და ინოვაციები, ტალანტის მართვა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია.
თინათინ ზერაგიას აქვს ათ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საქართველოს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც საოპერაციო ისე საკრედიტო და გაყიდვების მიმართულებით.