ცვლილება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის 2025 წლის 07 თებერვლის ბრძანებით შევიდა ცვლილება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2025 წლის 06 მაისის N02-139 ბრძანებაში და კონკურსის ადმინისტრირების თარიღები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 24.06.2025 – 14.07.2025;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 15.07.2025 (18:00 საათი);
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 16.07.2025;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 17.07.2025 – 18.07.2025;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 21.07.2025 – 31.07.2025;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 04.08.2025;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 08.08.2025.