
BTU-ს მიერ კოორდინირებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3E პარტნიორობის პროექტი მნშვნელოვან ეტაპს აღწევს
BTU-ს მიერ კოორდინირებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3E პარტნიორობის პროექტი მნშვნელოვან ეტაპს აღწევს
ცოდნის შექმნა და ორმხრივად მომგებიანი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება ენერგოეფექტურობის სფეროში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა და მხარდაჭერილმა 3E პარტნიორობის პროექტმა მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, რაც უმაღლესი აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდერნიზებას გულისხმობს. პროექტი 2023 წლის დეკემბერში დაიწყო Erasmus+ CBHE პროგრამის ფარგლებში. მისი მისია აგებულია ორ სტრატეგიულ საყრდენზე – ცოდნის გენერირების ხელშეწყობა და პარტნიორობის დამყარება. ამ ფონდებმა ხელი შეუწყვეს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგოეფექტურობის სფეროში.
ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გასაძლიერებლად, პროექტის ფარგლებში ცოდნის გაზიარების მიზნით მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები და სასწავლო ვიზიტები. ვიზიტების ფარგლებში შეკრიბა აკადემიური საზოგადოება და პრაქტიკოსები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და უკრაინიდან, მათ მშობლიურ ინსტიტუტებში მსგავსი ინიციატივების ადაპტირების მიზნით. ამ ვიზიტების ფარგლებში მიონაწილეებს პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ენერგოეფექტურობის ლაბორატორიებთან, უახლეს ინფრასტრასა და ცოდნასთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტურობის საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2024 წლის სექტემბერში KU Leuven-ის გენტის კამპუსში გამართული ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო პროექტის ფარგლებში. ვიზიტის მთავარი თემა იყო საინჟინრო განათლების რეფორმა, კერძოდ კი — ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მდგრადობის ინტეგრირება აკადემიურ პროგრამებში. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ემუშავათ მკვლევრებთან, პროფესორებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
როგორც POLIMI-ს გუნდის წარმომადგენელმა აღნიშნა: „პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა მართლაც დიდია, რადგან შეიქმნა ახალი, ეფექტური სამუშაო ქსელი.“
პროექტის პირველი ფაზის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი არის თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების ერთობლივად შექმნა. 3E-Partnership პროექტში სასწავლო პროგრამების განვითარება წარმოადგენდა ევროპული და არაევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების კოლაბორაციულ პროცესს, რომელიც ემყარებოდა ენერგოეფექტურობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და ადაპტირებას.
პარტნიორობა მიმდინარეობდა SCALE მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
-
სასწავლო ვიზიტების გამოცდილება — მონაწილეებმა გადადგეს ნაბიჯი ეფექტური სწავლებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების მიმართულებით;
-
მასალებისა და რესურსების გაზიარება — ევროკავშირის პარტნიორებმა გადასცეს მაღალი ხარისხის სასწავლო კონტენტი;
-
კურსების შერჩევა და ადაპტაცია — არაევროპელმა პარტნიორებმა პროგრამები მოარგეს ადგილობრივ აკადემიურ, რეგულატორულ და ინფრასტრუქტურულ რეალობას.
სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბების პროცესს მუდმივად მხარს უჭერდა ვირტუალური შეხვედრები, ვორქშოპები და კონსორციუმის ფარგლებში მიღებული უკუკავშირი. სწორედ ამ თანამშრომლობით განვითარდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსები. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს: „ძალიან ღირებული იყო პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის საუკეთესო ევროპული გამოცდილების შესწავლა, მაგრამ ამავდროულად – საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა დეტალურად გაწერილი სასწავლო პროგრამები.“
პროექტის პირველი ფაზის დასრულებასთან ერთად, გუნდი გადადის მომდევნო მნიშვნელოვან ეტაპზე — მიღებული ცოდნის გამოყენებასა და შექმნილი სასწავლო კურიკულუმის პრაქტიკაში დანერგვაზე.
პროექტის პარტნიორები:
Business and Technology University (BTU, Georgia) – Project Coordinator
Katholieke Universiteit Leuven (KU Leuven, Belgium)
Politecnico di Milano (POLIMI, Italy)
Universidade da Coruna (UDC, Spain)
Georgian Technical University (GTU, Georgia)
Iakob Gogebashvili Telavi State University (TESAU, Georgia)
Energy Efficiency Centre Georgia (EECG, Georgia)
Donetsk National Technical University (DONNTU, Ukraine)
Ukrainian State University of Science and Technology (USUST, Ukraine)
ADA University (ADA, Azerbaijan)
Khazar University (KU, Azerbaijan)