ხათუნა ელბაქიძე
ხათუნა ელბაქიძე არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მას აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება. ის სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. მისი ავტორობითა და თანაავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალებში.
ხათუნა ელბაქიძის კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებში მონაცემთა ანალიზი ხელოვნური მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით. მისი უახლესი ნაშრომები ეხება მზე-დედამიწის კავშირების შესწავლას ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის გამოყენებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების პროცესში და ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდას ფართო საზოგადოებაში. მას ასევე კვლევები აქვს ჩატარებული ბიოლოგიურ და ჰიდროლოგიური მიმართულებით.
ხათუნა ელბაქიძეს მომზადებული აქვს სალექციო მასალები შემდეგი მიმართულებებით: პროგრამირება (პითონი); მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები; ინფორმაციული ტექნოლოგიები და დაპროგრამების ენები; კალკულუსი (1, 2, 3); რიცხვითი მეთოდები 2005-2020; დისკრეტული მათემატიკა 2005-2020; კომპიუტერული აზროვნება 2005-2020; პროგრამირება მათლაბზე; პროგრამირება C-ზე; WEB Development.
ის სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ათზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტში, მათ შორის ხელმძღვანელისა და კოორდინატორის სტატუსით.