გიგა კიკორია
გიგა კიკორია არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. ამასთანავე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მუშაობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) სოციალური სტატისტიკის მიმართულებით.
გიგა კიკორია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და მონაწილეობა აქვს მიღებული 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, მათ შორის არის 2025 წელს ჩატარებული კვლევა What Factors Influence The Usage of ChatGPT Among Students, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობს ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტისა და პოლონეთის ბიდგოშჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებთან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის კონტექსტში, გიგა კიკორია არის ინფოგრაფიკების სტუდენტური კონკურსის იდეის ავტორი.
გიგა კიკორიას საერთაშორისო და აკადემიური თანამშრომლობების მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის, აკადემიური გაცვლისა და ტრენინგების პროგრამები პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (პლოცკის გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიდგოშჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი), აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი));
- ტალინის უნივერსიტეტის პროგრამა მკვლევარებისთვის (2024 წლის იანვარ-თებერვალი), სადაც ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა კვლევაზე Socio-Demographic Profile of Debt Holders of Older Population in East and West European Regions;
- სოციალური სტატისტიკის მიმართულებით საერთაშორისო კვლევით თანამშრომობებში ჩართულობა, მათ შორის განათლებისა და შრომის ბაზრის ანალიტიკური კვლევები;
- საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური მონაწილეობა.