
პროექტი – ევროსტუდენტი 2025
ევროსტუდენტი 2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ევროსტუდენტი 2025“.
ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.
ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.
საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს კვლევის მე-9 ციკლს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.
დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს