ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ბტუ-ს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
- ბტუ-ს პროგრამებით დაინტერესებული მხარეებისთვის ბტუ-ს საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამების, შეთავაზებების, პროექტების და სხვ. შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელებაში ჩართულობა;
- ბტუ-ს ვებ-გვერდზე განსათავსებლად ინფორმაციის მომზადება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში ჩართულობა;
- ტრეინინგების, ღია კარის დღეებისა და სკოლებში ვიზიტების და სხვ. ორგანიზება/განხორციელება;
- ბტუ-ს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სახის მასალების (ბუკლეტების და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის) მომზადება და გავრცელებაში ჩართულობა;
- სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (1 წელი) ან ბტუ-ს მარკეტინგის სამსახურში სტაჟირების გავლა;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე).
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება;
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი – სრული სამუშაო განრიგი, ბტუ-ს სივრცეში
- შრომის ანაზღაურება – შეთანხმებით
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.