
სტუდენტური წამახალისებელი ჯილდოს კონკურსის შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) 2024/2025 წ სტუდენტური წამახალისებელი ჯილდოს კონკურსის შედეგები
ბტუ-ს 2024 წლის სტუდენტური, წამახალისებელი ჯილდოს კონკურსში დარეგისტრირდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 25 სტუდენტის განაცხადი ორ კატეგორიაზე – კვლევის შედეგების ამსახველი ინფოგრაფიკების კატეგორიაში – 3, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემაზე სტუდენტური ესსეს-ების კატეგორიაში კი 22.
საკონკურსო კომისიამ შეაფასა რეგისტრირებული განაცხადები და გამოავლინა გამარჯვებულები.
კატეგორიაში საუკეთესო ესეს ავტორი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემაზე გაიმაირჯვა ციფრული მარკეტინგის მესამე კურსის სტუდენტმა მარიამ რაზმაძემ ნაშრომით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის შემოქმედების საზღვრები ლიტერატურულ სამყაროში“.
კატეგორიაში საუკეთესო ინფოგრაფიკის ავტორი გაიმარჯვა საინფომაციო ტექნოლოგიების პირველი კურსის სტუდენტმა ნუცა ნოდიამ, წარმოდგენილი ინფოგრაფიკით თემაზე: „მეილები და გარემოს დაბინძურება: უხილავი პრობლემა“
ბტუ-ს რექტორის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზით ასევე დაჯილდოვდნენ კონკურსში მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები. სპეციალური პრიზით – „ბიბლუსის“ ასლარიანი სასაჩუქრე ბარათით ჯილდოვდებიან:
ესეს კატეგორიაში:
საინფორმაციო ტექნოლოგიების მესამე კურსის სტუდენტი ბარბარე გოგაძე, ნაშრომით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი – ტექნოლოგიური გარემოს „რევოლუციონერი“;
ციფრული მარკეტინგის მეორე კურსის სტუდენტი ლევან აროშიძე, ნაშრომით თემაზე: „სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობამდე – ბრაიან ჯონსონი სამუდამო სიცოცხლისკენ“;
ინფოგრაფიკების კატეგორიაში:
ციფრული მარკეტინგის მესამე კურსის სტუდენტი ანი ქადაგიძე, ინფოგრაფიკით თემაზე: „თეატრის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა“
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ სტუდენტებსებს და მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს კონკურსში მონაწილეობისთვის!
კონკურსის ყველა მონაწილე შეძლებს კომისიის შეფასების გაცნობას საკუთარ ელ. ფოსტაზე მიმდინარე კვირის ბოლომდე.