EMBA – მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
I | მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 05.02-13.02.2025 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად: https://register.btu.edu.ge/ |
II | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 14.02.2025 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 18.02.2025 | www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | |||
საპრეტენზიო მიღება განაცხადების | 19.02.2025 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. email: [email protected] | |
შედეგების გამოცხადება | 20.02.2025 | www.btu.edu.ge | |
III | გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან | 21-25.02.2025 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge |
გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 26.02.2025 | www.btu.edu.ge | |
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: | |||
საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 27.02.2025 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. email: [email protected] | |
საბოლოო შედეგების გამოცხადება | 28.02.2025 | www.btu.edu.ge | |
IV | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა | არაუგვიანეს
06.03.2025 |
ელექტრონულად |
V | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 07.03.2025 | – |
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება (05.02-13.02.2025)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი).
- ფოტოსურათი 3×4.
- ბიზნესის მართვის/ადმინისტრირების სფეროში არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა/ცნობები.
- ავტობიოგრაფია (CV).
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკულრების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის და ნიშნების ბარათის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა).
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარებისდოკუმენტი.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/სხვ. არსებობის შემთხვევაში.
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა: 50.
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ..
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები
- ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე;
- სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით;
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- ბტუ-ს შიდა გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული აქვს მაღალი შეფასება).