ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
17 დეკემბერს გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლეში, ციფრული ინკლუზიურების დინამიური კოალიციის თანაორგანიზებით (Dynamic Coalition on Measuring Digital Inclusion & Dynamic Coalition on Public Access in Libraries) სადისკუსიო სესია გაიმართება. შეხვედრა დაეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას, ინკლუზიური პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვას, ციფრული უნარების გაძლიერებას. სესია სახელწოდებით – ‘’Transformative digital inclusion: Building a gender-responsive and inclusive framework for the underserved“ – სადისკუსიო პლატფორმას სთავაზობს მრავალი სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების ორგანიზაციას, ექსპერტებს, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელ და UNESCO-ს პროგრამა „ინფორმაცია ყველასათვის“ პარტნიორ ორგანიზაციებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2024 წლიდან დინამიურ კოალიციაში Dynamic Coalition on Measuring Digital Inclusion მონაწილე ორგანიზაციაა. ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ამ კონკრეტული სესიის მიზანი, კონცეფცია და დღის წესრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე