სტუდენტური კონკურსის შედეგები
სტუდენტური კონკურსის შედეგები
2024 წლის სტუდენტური სასწავლო–კვლევითი პროექტების კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 9 პროექტი: ოთხი ბაკალავრიატის და ხუთი დოქტორანტურის სტუდენტებისგან წარმოდგენილი.
საკონკურსო კომისიამ შეაფასა რეგისტრირებული პროექტები და გამოავლინა სამი გამარჯვებული.
ბაკალავრიატი
თინათინი–მარიამ კომახიძე – ეპილეფსიის მქონე ადამიანებში იონური არხების დისფუნქციით გამოწვეული, ჰემატო–ენცეფალური ბარიერის ფუნქციის მოშლით განპირობებული, ნეიროტოქსიკურობის წინასწარმეტყველება AI-ის საშუალებით.
ლიკა კიბორძალიძე – ტექნოლოგიების გავლენა მცირე და დიდ ბიზნესებს შორის კონკურენციის მარეგულირებელი ნორმების აღსრულებაში.
დოქტორანტურა
ნინო უგრეხელიძე – ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობების კვლევა საქართველოს სასკოლო განათლებაში.
ვულოცავთ გამარჯვებულ აპლიკანტებს!
კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტი შეძლებს კომისიის შეფასების გაცნობას. მათ ელ. ფოსტაზე დაეგზავნებათ შეფასებები.